ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლისაბონის ფუნიკულიორზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ლისაბონის ფუნიკულიორზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ლისაბონში, ფუნიკულიორზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პორტუგალიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა მას შემდეგ, რაც ლისაბონის ისტორიულ ფუნიკულიორ „გლორიაზე“ ტრამვაის ვაგონი რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა.
დაშავებულთაგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
პორტუგალიის პრეზიდენტმა, მარსელო რებელო დე სოუზამ მომხდარის გამო მწუხარება გამოხატა და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.