ლისაბონის ფუნიკულიორზე მომხდარი ავარიის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა

ლისაბონში, ფუნიკულიორის ტრამვაის ვაგონი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ლისაბონის ისტორიულ ფუნიკულიორ „გლორიაზე“ მომხდარი ავარიის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.
პორტუგალიის სამოქალაქო დაცვის სამსახურის განცხადებით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო რამდენიმე ადამიანი ვაგონშია ჩარჩენილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფუნიკულიორის მარშრუტზე სადენი მოწყდა, ვაგონი რელსებიდან გადავიდა და ახლომდებარე შენობას შეეჯახა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად