ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 124-მდე გაიზარდა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 124-მდე გაიზარდა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 124-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავღანეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 1 124 ადამიანი დაიღუპა, 3 251 დაშავდა და 8 000-ზე მეტი სახლი განადგურდა. წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაში აცხადებენ, რომ ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი იყოს მოყოლილი.
ავღანეთში გაეროს კოორდინატორის განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
შეგახსენებთ, ავღანეთში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს, ადგილობრივი დროით შუაღამისას მოხდა, ყველაზე მეტად კუნარისა და ნანგარჰარის პროვინციები დაზარალდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.