საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურნეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე:
მარიამ ლაშხმა უნდა თქვას ვინ ესწრებოდა ასეთ შეხვედრას, კონკრეტული სახელები და გვარები ამერიკის წარმომადგენლების, თუ ევროპის წარმომადგენლების, თუ არ იტყვის, ესე იგი შეგნებულად დეზინფორმაციას ავრცელებს ხალხის კვლავ ომით დასაშინებლად.
შეგახსენებთ, მარიამ ლაშხმა პრორუსულ პოდკასტში “დიდებული ევრაზია”, განაცხადა: მე პირადად ვესწრებოდი დახურულ კარს მიღმა ჩატარებულ შეხვედრებს. ახლა ისინი ამაზე უფრო ხმამაღლა საუბრობენ, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებაში, რომ საქართველოს უნიკალურობა ის არის, რომ ის მთიანი ქვეყანაა, რაც შესაძლებელს ხდის პარტიზანულ ომს.




