მარიამ ლაშხი პრორუსულ პოდკასტში: მე პირადად ვესწრებოდი დახურულ კარს მიღმა ჩატარებულ შეხვედრებს. ახლა ისინი ამაზე უფრო ხმამაღლა საუბრობენ…

“მე პირადად ვესწრებოდი დახურულ კარს მიღმა ჩატარებულ შეხვედრებს. ახლა ისინი ამაზე უფრო ხმამაღლა საუბრობენ, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებაში, რომ საქართველოს უნიკალურობა ის არის, რომ ის მთიანი ქვეყანაა, რაც შესაძლებელს ხდის პარტიზანულ ომს. ამას შეუძლია დროის გაწელვა. ამ შემთხვევაშიც კი, ჩვენი, ჩვენი ოფიციალური პირების არგუმენტი იყო, რომ ესეც არ არის ჭკვიანური გადაწყვეტილება – რუსეთს რამდენიმე დღე დასჭირდება, 5-7 დღე იმისთვის, რომ შემოვიდეს ქვეყანაში და სრულად დაამარცხოს. რადგან, თქვენ შეიძლება იცოდეთ, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგისტრალიდან შეგიძლია დაინახო რუსი ჯარისკაცები ადმინისტრაციულ საზღვარზე – ეს მათთვის უბრალოდ 30 კილომეტრის გავლაა იმისთვის, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზა გადაკეტოს. მათი არგუმენტი იყო, რომ თქვენ გმირული ხალხი ხართ – თქვენ ბრძოლისთვის ხართ – ეს ისტორიული როლი გაქვთ. თქვენ გაქვთ ეს მთიანი რეგიონი, რაც შესაძლებლობას მოგცემთ პარტიზანული ომი აწარმოოთ. ეს პირდაპირ ხსნიდა მეორე ფრონტს. ამაზე კი, ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენი ხალხის კომენტარების გათვალისწინებით, ჩვენ ვთქვით უარი” | ამბობს მარიამ ლაშხი პრორუსულ პოდკასტში “დიდებული ევრაზია”.