ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ნაყოფიერი შეხვედრისთვის მარკო რუბიოს მადლიერი ვარ – კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ჩვენი კომპასი ერთსა და იმავე მიმართულებას აჩვენებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა, – ინფორმაციას კიასტუტის ბუდრისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლიეტუვას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მტკიცეა. დღევანდელი ნაყოფიერი შეხვედრისთვის მარკო რუბიოს მადლიერი ვარ. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ჩვენი კომპასი ერთსა და იმავე მიმართულებას აჩვენებს: ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისკენ. სახელმწიფო მდივანს მადლობა გადავუხადე ლიეტუვაში აშშ-ის ძალების ყოფნისთვის, რაც რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი შემაკავებელი და მოკავშირეების ერთიანობის ძლიერი სიმბოლოა“, – წერს ბუდრისი X-ზე.
მისი თქმით, „ლიეტუვა აშშ-სთან უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადაა“.
„ერთად, უკრაინის გვერდით მყარად ვდგავართ“, – აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება