ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ

ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„აშშ-ის დელეგაციამ ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას, რომ უკრაინაში ომის დასრულების ხელშეწყობის მიზნით ნატო-ს მოკავშირეებმა რუსული ენერგორესურსების შეძენა შეწყვიტონ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ასევე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა „ისრაელელი მძევლების დაბრუნებისა და ღაზაში ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობების მიმართ თავიანთი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.