სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები გააკეთებენ განცხადებებს პრესასთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არარატ მირზოიანი შეხვედრებს გამართავს მიხეილ ყაველაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.
ასევე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა რეზოლუციაში – ამის დიაგნოზია ის, რომ თავიანთი უნიათობით, არასწორი პოლიტიკით ეკლესიისადმი მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს