ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა: მოკავშირეებს არ ჰყოფნით უკრაინის დახმარების პოლიტიკური ნება, ან შესაძლებლობა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ რახან უკრაინის მოკავშირეებს არ გააჩნიათ საკმარისი სურვილი, ს დაპირებული სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინონ, ევროპამ უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშოს.

„ევროპამ უფრო აქტიური როლი უნდა ითავოს, როდესაც სხვა მოკავშირეებს ან პოლიტიკური ნება არ ჰყოფნით, ანაც აუცილებელი აღჭურვილობის მიწოდების შესაძლებლობა არ აქვთ. ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო ცვლილებები ხდება, რომლებიც უპირველეს ყოვლისა თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებას უკავშირდება“, – ციტირებს Etaplius ნაუსედას სიტყვებს. 

როგორც ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას თვეები მიაქვს.

„სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მის რეალიზებამდე რამდენიმე თვე, ან წელი გადის. დღეს უკრაინას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ აუცილებელ სამხედრო დახმარებას თვეების განმავლობაში ელოდოს“, – ამბობს გიტანას ნაუსედა.