არქივი24 იანვარი, 2024, 18:10
უკრაინის დახმარების პაკეტი ფართოვდება | მოკავშირე ქვეყნების გადაწყვეტილებები და "რამშტეინის" 2024 წლის პირველი შეხვედრა
უკრაინის დახმარების პაკეტი ფართოვდება. რამშტაინის ბაზაზე მორიგი შეხვედრის შემდეგ კონკრეტულმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაზარდონ კრემლის წინააღმდეგ ბრძოლის დაფინანსება. დახმარების ძირითადი ტვირთი ახლა ევროპელებზე გადადის. შეერთებულ შტატებში შიდა პოლიტიკური კრიზისის გამო გადაწყვეტილებების მიღება გვიანდება. პოლიტიკოსებიც და სამხედრო ექსპერტებიც აღიარებენ, რომ შეყოვნება უკვე დაეტყო ბრძოლის ველს და მყისიერი რეაგირებაა საჭირო. პარალელურად უკრაინელები მოკავშირეებს კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავენ და სამხედრო ამოცანების შესაბამის შეიარაღებას მოითხოვენ.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.