ლიეტუვაში წვრთნების დროს გაუჩინარებული მეოთხე ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარიც იპოვეს

1 აპრილს ლიეტუვაში იპოვეს მეოთხე ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარი, რომელიც გასულ კვირას წვრთნების დროს გაუჩინარდა. ამის შესახებ ნათქვამია ევროპასა და აფრიკაში -ის არმიის სარდლობის ვებგვერდზე.
ამერიკელი ჯარისკაცები 25 მარტს დილით ადრე გაუჩინარდნენ. ისინი პაბრადის საწვრთნელ პოლიგონზე რუტინულ ტაქტიკურ მომზადებას გადიოდნენ. თავიანთი ჯავშანმანქანით ასრულებდნენ მწყობრიდან გამოსული ტექნიკის ამოყვანისა და რემონტის ამოცანას. ამერიკელთა ჯავშანმანქანა, რომელიც ჭაობში ჩაიძირა, 63 ტონას იწონიდა.

პაბრადის პოლიგონი მდებარეობს ბელარუსთან ლიეტუვის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში.
31 მარტის დილით, სამაშველო ოპერაციის მონაწილეებმა მოახერხეს ჯავშანტექნიკის m88a2 “ჰერკულესის” ამოღება. რამდენიმე საათის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ოთხი დაკარგული ჯარისკაციდან სამი იპოვეს. საღამოს მეოთხე ჯარისკაცის ცხედრის მოძებნაც დადასტურდა. გარდაცვლილი ჯარისკაცების ვინაობა არ ხმაურდება.
ლიეტუვის ჭაობების აღდგენისა და დაცვის ფონდის ხელმძღვანელმა ნერიუს ზაბლეცკისმა განაცხადა, რომ ტორფის ჭაობი, რომელშიც ჯავშანმანქანა ჩაიძირა, სახელმწიფო რუკებზე არ იყო აღნიშნული.
ინციდენტის მიზეზებს -ის არმია იძიებს. სამხედრო უწყების პრესრელიზში ნათქვამია, რომ როგორც კი ახალი მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება, საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია