ლიეტუვაში მომხდარი ინციდენტის შედეგად ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

ლიეტუვაში ინციდენტის შედეგად ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დაადასტურა.
“სანამ ვსაუბრობდი, ახალი ამბავი მოვიდა ოთხი ამერიკელი სამხედროს შესახებ, რომლებიც ლიეტუვაში მომხდარ ინციდენტში დაიღუპნენ.
ეს ჯერ კიდევ ახალი ამბავია, ამიტომ დეტალები არ ვიცით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად საშინელი ამბავია, ჩვენი ფიქრები ოჯახებთან და ახლობლებთანაა”, – განაცხადა რუტემ.
ცნობისთვის, მანამდე ლიეტუვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოთხი ამერიკელი სამხედრო შესაძლოა გარდაცვლილიყო, მაგრამ “ეს ოფიციალურად არ იქნა დადასტურებული”.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელოს ქართული ეკლესიის გზა, დამოუკიდებლობის გაძლიერება და საზოგადოების ერთობის კონსოლიდაცია, ამისთვის ერთი ნაბიჯია – შეიწყალოს სინდისის ყველა პატიმარი

მეუფე სტეფანე – როცა შეწყალება უნდა სთხოვო ადამიანებისთვის, მათგან უნდა გქონდეს მხარდაჭერა, რომ დანაშაულები აღიარებულია – პატრიარქი შიო რომ იტყვის, „შევიწყალოთ“, იმათ არ უნდა ეგონოთ, რომ „აი, ჩვენ გავიმარჯვეთ“