არქივი31 მარტი, 2025, 19:52
ლიეტუვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული სამი ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს - ერთის სამაშველო ოპერაცია გრძელდება

ლიეტუვაში დაკარგული სამი ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ლიეტუვაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე წვრთნების დროს სამი ამერიკელი ჯარისკაცის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ ამბავი ღრმა მწუხარებით შევიტყვე. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, სანამ მეოთხე ჯარისკაცს არ იპოვიან“, - წერს გიტანას ნაუსედა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ლიეტუვაში, სამხედრო წვრთნების დროს ჯავშანმაქანა, რომელშიც 4 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა, ჭაობში ჩავარდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.