ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, გადამწყვეტი ტური მიმდინარეობს.
პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძვიან სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური, გიტანას ნაუსედა, რომელიც არცერთი პარტიის წევრი არაა და რომელსაც მხარს უჭერენ „სოციალ-დემოკრატები“ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე რომელიც მმართველი მემარჯვენე ცენტრის კოალიციიდან იყრის კენჭს.
აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება გიტანას ნაუსედამ მოიპოვა, ხმების 44 პროცენტით. ინგრიდა შიმონიტეს კი მაშინ ამომრჩეველთა 20 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: მამუკა მდინარაძის წასვლის შემდეგ, დაგეგმილი ცვლილებები აღარ განხორციელდება და მისი მასშტაბის ადამიანი აღარ არის მოაზრებული, რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი ერთად უფრო ქმედითი იყო