ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მან მიიღო ხმების 75%, ხოლო მის კონკურენტს, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს ხმა მისცა ამომრჩეველთა 23%-მა.
ნაუსედაც და შიმონიტეც უკრაინას უჭერენ მხარს და უკიდურესად კრიტიკულები არიან რუსეთის მიმართ.
ნაუსედამ მადლობა გადაუხადა შიმონიტეს დისკუსიისთვის, ამასთან, განაცხადა, რომ თავდაცვის საკითხები სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად დარჩება
და გააგრძელებს მუშაობას ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
„ლიეტუვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჰგავს მყიფე ჭურჭელს, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და არ გავტეხოთ“, – განაცხადა ნაუსედამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.