,,ლიეტუვას ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა ადამიანს იმ მიზეზით, რომ ის არის მშობელი” – გოგა ხაინდრავა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა პრესკონფერენცია აცხადებს:
„მე მინდა ვკითხო ევროკავშირს (რადგან ლიეტუვა ევროკავშირის წევრია) თუ გამოხატვის თავისუფლება იზღუდება და დანაშაულია ევრობიუროკრატების თვალსაზრისით, რამ განაპირობა ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის დასანქცირება? მე არ ვარ მთავრობის წევრი, არ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი. ის რასაც მე ვაკეთებ, პრესკონფერენციებს თუ ტელევიზიებში გამოსვლებს, ეს არის ერთი ადამიანის პირადი აზრი, ანუ გამოხატვის თავისუფლება. თუ ასეთ აღშფოთებას იწვევს ევროკავშირის ბიუროკრატიაში ის რაც საქართველოში ხდება და ამის გამო ისინი ამას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ, როგორ შეიძლება შეფასდეს ის, რაც განხორციელდება ჩემს მიმართ. ლიეტუვას ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა ადამიანს იმ მიზეზით, რომ ის არის მშობელი. თქვენ გიორგი კობახიძე დაასანქცირეთ მხოლოდ იმის გამო, რომ ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამაა. ის რაც ჩაიდინა ლიეტუვის ხელისუფლებამ, ეს არის ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, რომელიც ამ სამარცხვინო ხელისუფლება განახორციელა, ისევე როგორც ამ სამარცხვინო ხელისუფლებმა ევროკავშირის, რომელიც საბჭოთა კავშირზე უარეს კავშირს დაემსგავსა“

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი