რომელ 17 პოლიტიკოსსა და მოსამართლეს დაუწესა ლიეტუვამ სანქციები - სია

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასაჯაროვებს 15 დეკემბერს დასანქცირებული პირების - საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისა და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ადამიანების - სიას.
15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ლიეტუვამ სავიზო სანქციები დაუწესა 17 ადამიანს.
ესენი არიან:
· ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი
· გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
· კახა კალაძე - თბილისის მერი, „ქარ
· მიხეილ ჩინჩალაძე - მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
· მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი
· ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე (ფარცხალაძე) - ყოფილი მთავარი პროკურორი, სანქცირებული აშშ-ის მიერ;
· ირაკლი რუხაძე - „იმედისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მფლობელი;
· ლევან მურუსიძე - მოსამართლე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
· ვიქტორ ჯაფარიძე - „ხალხის ძალის“ წევრი, პარლამენტარი;
· გიორგი (გია) კობახიძე - ირაკლი კობახიძის მამა, მოხსენიებულია, როგორც პრორუსული პარტიის ყოფილი წევრი და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი ერთ-ერთი პირი.
· დიტო სამხარაძე - პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“;
· გოგა ხაინდრავა - ის მოხსენიებულია, როგორც „საქართველოს პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე“, „სტუდია „ლე ხაინდრაოს“ დამფუძნებელი და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პოლიტიკური იდეოლოგი“.
· ზვიად შალამბერიძე - პრემიერის ყოფილი რწმუნებული იმერეთში; სიაში დასახელებულია, როგორც „პასუხისმგებელი პირი იმერეთის რეგიონში ივანიშვილის ოპონენტების ნეიტრალიზაციაზე“;
· შალვა თადუმაძე - მოსამართლე, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი;
· თეა წულუკიანი - პარლამენტარი, ყოფილი მინისტრი;
· ირაკლი ქარსელაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
· კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.
რამდენიმე საათით ადრე ლიეტუვის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა დაწერა:
„ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია და დავამატეთ კიდევ 17 პირი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“.
„ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას“, - დაწერა მინისტრმა ბუდრისი.
კიდევ უფრო ადრე, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ 2 დეკემბერს დაუწესეს სავიზო სანქციები 11 მაღალი თანამდებობის პირს - ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.