კალაძე, მდინარაძე, კობახიძე, წულუკიანი, ჩინჩალაძე, მურუსიძე - ვის დაუწესა სანქციები ლიეტუვამ

ცნობილია ქართული ოცნების მაღალჩინოსნების, მოსამართლეებისა და ოცნებასთან დაახლოებული პირების სია, ვისაც ლიეტუვამ სანქციები დაუწესა.
მათ სიას civil.ge აქვეყნებს. დასანქცირებულია 17 ადამიანი.
· გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
· კახა კალაძე - ქართული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი
· მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
· მამუკა მდინარაძე - ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე
· ოთარ ფარცხალაძე - ყოფილი მთავარი პროკურორი
· ირაკლი რუხაძე - იმედის მფლობელი
· ლევან მურუსიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
· ვიქტორ ჯაფარიძე - POSTV-ის მფლობელი, პარლამენტის წევრი
· დიტო სამხარაძე - ქართული ოცნების წევრი
· გოგა ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური იდეოლოგი
· ირაკლი კობახიძე - პრემიერმინისტრი
· გიორგი კობახიძე - ირაკლი კობახიძის მამა
· ზვიად შალამბერიძე - პროკურორი
· შალვა თადუმაძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
· თეა წულუკიანი - პარლამენტის წევრი
· ირაკლი ქარსელაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
· კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი
ლიეტუვამ ქართული ოცნების წევრებსა და მათ გარემოცვას სანქციები 15 დეკემბერს დაუწესა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.