არქივი17 ოქტომბერი, 2024, 16:21
ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზაში, თავშესაფრად გადაკეთებული სკოლის შენობაზე ისრაელის თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა ღაზას სექტორის ქალაქ ჯაბალიაში სკოლას შენობაზე, სადაც დევნილები იყვნენ შეფარებული, საჰაერო იერიში განახორციელა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე, მედჰათ აბასსზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. ამასთან, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.
„არ არის წყალი თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად“, - აღნიშნა მედჰათ აბასმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.