ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო - ლიბანში, მიმდინარე კვირაში, 700-მდე ადამიანი დაიღუპა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო - ლიბანში, მიმდინარე კვირაში, 700-მდე ადამიანი დაიღუპა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, მიმდინარე კვირაში ლიბანში 700-მდე ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ოქტომბრის შემდეგ ლიბანში იძულებით 200 000-ზე მეტი ადამიანი გადაადგილდა.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და სხვა მოკავშირეებმა ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის 21-დღიანი შეწყვეტისა და ყოვლისმომცველი ომის თავიდან აცილებისკენ მოუწოდეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ჰეზბოლას "სრული ძალით" ურტყამს და არ გაჩერდება, სანამ მის მიზნებს არ მიაღწევს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.