ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სირიის მედია დამასკზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმის შესახებ იტყობინება

სირიის დედაქალაქზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, იტყობინება სირიის სახელმწიფო მედია.
ცნობით, რაკეტები მოხვდა დამასკის საფრ სუსას რაინში საცხოვრებელ სახლს, შედეგად დაიღუპა სულ მცირე, ორი ადამიანი.
ამ რაიონშია ასევე შენობათა კომპლექსი, რომელსაც უშიშროების უწყებები იყენებენ.
ისრაელის არმიას ამ თავდასხმის გარშემო კომენტარი არ გაუკეთებია.
ისრაელი 2011 წელს სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ სისტემატურად ბომბავს მეზობელ ქვეყანას, სხვათა შორის, ირანის მხარდაჭერით მოქმედი ჰეზბოლას პოზიციებს.
7 ოქტომბერს ისრაელზე აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის თავდასხმის შემდეგ ჰეზბოლა ისრაელს ცეცხლს უშენს ხოლმე ლიბანიდან. ისრაელის არმიამ მას მერე გაახშირა თავისი თავდასხმები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.