ლვოვში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია – უკრაინის შს მინისტრი

უკრაინაში სამართალდამცავებმა ლვოვის ოლქის ერთ-ერთ ქალაქში დააკავეს პირი, რომელიც ლვოვის ცენტრში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქალაქში განხორციელდა დაკავება. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ლვოვის ცენტრში ორი აფეთქება მოხდა. შედეგად პოლიციელი დაიღუპა და 25 ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს