ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„10 წლის გოგონას სქესობრივ კავშირს სთავაზობდა“ - დაკავებულია 1 პირი

„10 წლის გოგონას სქესობრივ კავშირს სთავაზობდა“ - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1995 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეზობლად მცხოვრებ – 2015 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს სისტემატურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

ბ.ბ.-მ იგი დაითანხმა, რომ მსგავსი შინაარსის ფოტო მისთვისაც გაეგზავნა. საქმის მასალებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებული გოგონას სქესობრივ კავშირს სთავაზობდა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც იგი არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.