ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლეონი კასელს განსაცვიფრებელი სამოდელო დებიუტი ჰქონდა - მან სიცილიაში, ტაორმინაში გამართული Dolce & Gabbana Alta Moda-ს ჩვენება გახსნა (ვიდეო)

ლეონი კასელს განსაცვიფრებელი სამოდელო დებიუტი ჰქონდა - მან სიცილიაში, ტაორმინაში გამართული Dolce & Gabbana Alta Moda-ს ჩვენება გახსნა (ვიდეო)

ლეონი კასელს განსაცვიფრებელი სამოდელო დებიუტი ჰქონდა - მან სიცილიაში, ტაორმინაში გამართული Dolce & Gabbana Alta Moda-ს ჩვენება გახსნა. სულ რაღაც 16 წლის ასაკში, იგი ამ პრეზენტაციის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა; მას ეცვა აბრეშუმის კაბა, რომელიც ხმელთაშუა ზღვას მოგვაგონებდა. მისი გამოსვლის პირველი რიგებიდან მეთვალყურეთა შორის იყვნენ დედამისი, მსახიობი მონიკა ბელუჩი და სხვა მაღალი წრის სტუმრები, მათ შორის ჯენიფერ ლოპესიც.

ლეონი - მონიკა ბელუჩისა და მსახიობ ვენსან კასელის ქალიშვილი - მოდის სამყაროში თავის უფროს დას, დევა კასელს უერთდება. დევა უკვე ნამდვილი ვარსკვლავია - მისი სამსახიობო თუ სამოდელო კარიერა სულ უფრო ვითარდება - დევა უკვე თანამშრობლობს ისეთ მოდის სახლებთან, როგორებიცაა, Dolce & Gabbana და Dior.

ამ ჩვენებამდე ლეონი კასელი VOGUE-ის ყდაზე გამოჩნდა და დედასთან ერთად ძალიან საინტერესო ინტერვიუც ჩაწერა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.