თაკო ჩარკვიანი: ეს დედაჩემის, ლიტერატორის, ირმა ჩხეიძის წერილიდან ამონარიდია, რომელიც ტარიელ ჭანტურიას შემოქმედებაზე ჰქონდა

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი:
დღეს პოეტი ტარიელ ჭანტურია დავკრძალეთ (ჩემთვის ძია ტარიელი, მამაჩემისთვის ძმა და მეგობარი ) ❤️🥲ეს დედაჩემის, ლიტერატორის, ირმა ჩხეიძის წერილიდან ამონარიდია (მცირე ამონარიდი წერილიდან, ძალიან საინტერესო ვრცელი წერილიდან ), რომელიც ტარიელ ჭანტურიას შემოქმედებაზე ჰქონდა დედას. ღრმად, ვრცლად და სიყვარულით განიხილავს პოეტის შესანიშნავ და გამორჩეულ შემოქმედებას. დამეთანხმებით ალბათ, რომ ძნელად მოიძებნება, (ან საერთოდაც არ მოიძებნება) პოეტი, რომლის ლიტერატორი მეუღლეც, მის მეგობარ (ძმაკაც) პოეტს საქებარ წერილს მიუძღვნის😊 ასე იყო, ასეთი იყო ჯანსუღი და ასე იცოდა მეგობრობა – ძმობა, ასეთი ძმობა იცოდნენ 60-იანელებმა.
ნათელში იყავი ჩემო ძვირფასო ძია ტარიელ, ნათელში იყავით მაგრებო.. “საქართველოსთვის ბიჭებო სწორდით”

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე