“მე უბრალოდ [ფაბრიკის] შიდა სივრცეში მივდიოდი საპირფარეშოში, როდესაც ეს [რუსი] ბიჭი მეცა, შემბოჭა, თმაში ჩამაფრინდა და როდესაც ხალხი მოვიდა გასაშველებლად წაიქცა ეს ბიჭი და მე სად წავიდოდი ფეხზე ხომ არ დავრჩებოდი, წავყევი, იმიტომ რომ თმით ვეჭირე ისევ. ამ გაშველებაში და რტყმებში ხომ ეს ფართხალებდა, ვის ხვდებოდა ეს წიხლები და იდაყვები? მხვდებოდა მე… ფაბრიკის დაცვა ამ დროს ერტყმის გარს, წრეში აყენებენ, რომ არავინ არაფერი დაუშავოს. პოლიციაში ვინც დარეკა ვიყავი მე. როდესაც სასწრაფო მოვიდა და პანიკური შეტევები მქონდა ისეთი, რომ სასწრაფოს მანქანა ხტუნაობდა, ვიღაც ორი გამვლელი რუსი ყოფილა და თურმე ვიდეოს მიღებდნენ და იცინოდნენ… დაკითხვაზე პოლიციელი ჩემს წინ მართლა იწურებოდა, ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული და მინდოდა ახალგაზრდა გოგოს სასამართლოებზე სიარული?..
ძალიან დიდი პროტესტი გამიჩნდა, რატომ არ იყო იგივე ამბავი ატეხილი რუსზე და რატომ ატყდა ეს ამბავი ქართველზე? რატომ იჭერენ ქართველ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა საფუძველი სრულიად აფექტურ მდგომარეობაში ყოფილიყო, გამოსულიყო წყობიდან?“ – ვიდეო მიმართვას ავრცელებს ქართველი გოგო, რომელიც მისივე თქმით რამდენიმე წლის წინ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რუსი კაცის თავდასხმის ობიექტი „ფაბრიკის“ შიდა სივრცეში გახდა, მაგრამ ამბავს არც გამოხმაურება მოჰყოლია და არც პოლიციის სათანადო რეაგირება.




