“ლელოში” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და გენერალური მდივანი აირჩიეს

“ლელოს” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და გენერალური მდივანი წარადგინეს. სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე – ბადრი ჯაფარიძე, მისი მოადგილე – , გენერალური მდივანი კი – ირაკლი კუპრაძე იქნება. ხაზარაძის თქმით, ამით, “ლელოში” შიდაპარტიული არჩევნები დასრულდა.
“ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არჩეულ იქნა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე დამტკიცდა გენერალური მდივნის კანდიდატურა. მინდა, წარგიდგინოთ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ, ასევე – პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ და იგი წაიყვანს აღმასრულებელ მიმართულებას პოლიტსაბჭოში და, ასევე, ირაკლი კუპრაძე, რომელიც დამტკიცდა პარტიის გენერალურ მდივნად. ამით ჩვენ დავასრულეთ შიდა პარტიული არჩევნები და, შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან პარტია სრულად მობილიზებულია იმისთვის, რომ საკმაოდ სერიოზული გამარჯვება მოიტანოს 2024 წლის არჩევნებისთვის,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე