„ლელოში“ პარტიული პოლიტიკური თანამდებობები გადანაწილდა

„ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ბადრი ჯაფარიძე დაინიშნა, მის მოადგილედ — ანა ნაცვლიშვილი.
პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის თქმით, ანა ნაცვლიშვილი „წაიყვანს აღმასრულებელ მიმართულებას პოლიტსაბჭოში“.
„ლელოს“ გენერალური მდივნის პოსტს ირაკლი კუპრაძე დაიკავებს.
„22 დეკემბერს ჩავატარეთ ყრილობა, სადაც არჩეული იქნა პოლიტსაბჭოს 21 წევრი. დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არჩეულ იქნა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე გენერალური მდივანი. ამით დავასრულეთ შიდაპარტიული არჩევნები და დღეიდან პარტია მობილიზებულია იმისთვის, რომ საკმაოდ სერიოზული გამარჯვება მოიტანოს 2024 წლის არჩევნებისთვის“, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
22 დეკემბრის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ მამუკა ხაზარაძე აირჩიეს, პოლიტსაბჭო კი შემდეგნაირად დაკომპლექტდა: ირაკლი კუპრაძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, ლანა გალდავა, ფიქრია ჩიხრაძე, ვახტანგ სურგულაძე, დავით უსუფაშვილი, მამუკა კაციტაძე, ლევან სამუშია, მედეა მეტრეველი, გენადი თებიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, სალომე სამადაშვილი, თაზო დათუნაშვილი, თამარ კირვალიძე, გიორგი სიორიძე, გულიკო ზუმბაძე და თორნიკე ართქმელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ