“ლელოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე, მისი მოადგილე ანა ნაცვლიშვილი, გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე იქნება

2024 წელს პირველი პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა “ლელოში”, სადაც შიდა არჩევნების გზით პოლიტსაბჭოს
თავმჯდომარედ ბადრი ჯაფარიძე აირჩიეს. მის მოადგილედ , გენერალურ მდივნად კი ირაკლი კუპრაძე.
“დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არჩეულ იქნა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და ასევე დამტკიცდა გენერალური მდივნის კანდიდატურა. მინდა წარგიდგინოთ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ, ასევე ანა ნაცვლიშვილი – პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ და იგი წაიყვანს აღმასრულებელ მიმართულებას პოლიტსაბჭოში და ასევე ირაკლი კუპრაძე, რომელიც დამტკიცდა პარტიის გენერალურ მდივნად. მინდა გითხრათ, რომ ამით ჩვენ დავასრულეთ შიდაპარტიული არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან პარტია მთლიანად არის მობილიზებული იმისთვის, რომ საკმაოდ სერიოზული გამარჯვება მოიტანოს 2024 წლის არჩევნებისთვის. გამარჯვებაში ვგულისხმობთ იმას, რომ შევცვალოთ ქართველი ხალხის ცხოვრება, რომ ეს ქვეყანა გავხადოთ წარმატებული, შევქმნათ ბევრი სამუშაო ადგილი, გავაორმაგოთ ბიუჯეტი, შევქმნათ პირობა, რომ ჩვენი ემიგრაცია დაუბრუნდეს თავის სამშობლოს და რაც მთავარია, ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება საქართველოში სამუშაოს დაწყების, პენსიონერებს მივცეთ ღირსეული ცხოვრების საშუალება და უამრავი სხვა გეგმა, რომელიც გაწერილი გვაქვს. ჩვენ სრულად მობილიზებული ვართ, მთელი პარტია იმისათვის, რომ 2024 წელი არამარტო ჩვენი პარტიისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის გახდეს გარდამტეხი და გამარჯვების წელი”, – განაცხადა მ სხდომის დასრულების შემდეგ.