“ვიწრო პარტიული ვენდეტა” – ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება გრძელდება

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, უკვე ყოფილი თანაშემწე მაია კუკავა წერს, რომ თანამდებობიდან ის ნიკა მელიას მხარდაჭერის გამო, შურისძიების მიზნით გადააყენეს. კუკავასთან ერთად ხელშეკრულებები “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის სხვა მომხრეებსაც გაუუქმეს. კუკავა პარტიული სადამსჯელო სპეცოპერაციის ავტორად, ანა წითლიძესთან ერთად ზაზა გოროზიასაც ასახელებს. ამბობს, რომ საკრებულოს წევრებმა დირექტივა სწორედ მათგან მიიღეს.
არც ანა წითლიძე და არც ზაზა გოროზია “კურიერის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. მათ ნაცვლად, კონკრეტულ ბრალდებებზე “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედ მენეჯმენტს პასუხები არ აქვს. ირწმუნებიან, რომ ზუგდიდის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ მუქარას ყოფილი წევრების მიმართ ადგილი არ ჰქონია.
ვიწრო პარტიული ვენდეტა – ხაბეიშვილის გუნდის გადაწყვეტილება, მელიას თანამოაზრეებმა მხოლოდ ამ რამდენიმე სიტყვით შეაფასეს. მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის მომხრე უფრო მეტია, ვიდრე მოქმედის, მათი ხმები თანამდებობებიდან ყოფილი წევრების გასაშვებად გადამწყვეტი აღმოჩნდა.
შიდაპარტიული დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობიდან” მელიას წასვლის შემდეგაც რომ გრძელდება, მმართველ გუნდს არ უკვირს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მიმდინარე პროცესები ამ პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგის გამოვლინებაა.
მაია კუკავასთან ერთად, ზუგდიდის საკრებულოდან მირანდა გოგოხია და ბესო ჭეჟიაც გაათავისუფლეს. ისინი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თემურ ბასილაიას თანაშემწეები იყვნენ. თავად ბასილაიაც ნიკა მელიას გუნდში ირიცხება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში

ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს

ირაკლი კობახიძე – რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ

პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს