არქივი5 მაისი, 2025, 18:45
ლელა ჯეჯელავა კახა კალაძეს: სრულდება იმპერია და სრულდება რუსული აგენტურის რვა ფეხაც. რაც მეტად შეეხებით ამ თემას, მით უფრო მეტად გამოვა სამზეოზე საგულდაგულოდ დამალული

Kakha Kaladze ათწლეულები არა, ასწლეულებია მეფის ოხრანკიდან მოყოლებული რუსეთს საქართველოში აქვს აგენტურული ქსელი. სამწუხაროდ, არა ერთი თაობა აღმოჩნდა გაბმული ამ ქსელში და ახლა იმპერიის დაისზე, მოუწია გაშიფვრამ საკუთარი აგენტურის. არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს. არ უშველა არც საბჭოთა საქართველოს უშიშროების კომიტეტის არქივის დაწვამ და არც სმოლენსკში დაწვამდე სატვირთოებით გატანილმა არქივმა. სრულდება იმპერია და სრულდება რუსული აგენტურის რვა ფეხაც. რაც მეტად შეეხებით ამ თემას, მით უფრო მეტად გამოვა სამზეოზე საგულდაგულოდ დამალული.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.