“მთხოვა არ მეთქვა ეს ამბავი, რადგან ვინმემ არ იფიქროს…” – კახა კალაძის საამაყო საქციელი

ქართველი გრიმიორი, ქეთევან ჩანთაძე, რომელიც აშშ-ს პრესტიჟულ სკოლაში – Cinema Makeup School სწავლობს, საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს და ახლა უკვე თბილისის მერს, კახა კალაძეს დახმარებისთვისმადლობას სოციალურ ქსელში უხდის.

“აქამდე საჯაროდ მადლობა არ გადამიხდია იმ ადამიანისთვის ვისაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემი დიდი და ურთულესი ბრძოლის წარმატებით დასრულებაში. მადლობას ვუხდი კახი კალაძეს რომელმაც უდიდესი დახმარება გამიწია და სწავლის ნახევარი დამიფინანსა. მაშინ ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი იყო და მერობის კანდიდატად მოიაზრებოდა. მთხოვა არ მეთქვა ეს ამბავი, ვინმემ არ იფიქროს რომ საარჩევნოდ ქულებს ვიწერო. ეს შოკი და სიხარული ერთად მოვიდა. იყო სხვა ბევრი სირთულეები, ვიჭედებოდი დროში და სწავლის გადატანა მომიწია რაც დიდ პრობლემებს და ნერვიულობას უკავშირდებოდა.

დღეს მე აქ ვარ და ვიწყებ მოგზაურობას. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დამეწერა რადგან მადლობა ამ ეტაპზე ის მინიმუმია რაც ჩემი მხრიდან შემიძლია კახის მიმართ გამოვხატო. ამ მადლიერების სიტყვებით გადმოცემა კი საკმაოდ რთულია”, – წერს ქეთევან ჩანთაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით