არქივი2 მაისი, 2025, 14:25
ლელა ჯეჯელავა: ქალბატონო თეა, დიდი იმედი მაქვს, რომ კომისიაზე დაიბარებთ მათაც, ვინც ამტკიცებდა 13 წლის წინ ქალების ორგანოებით როგორ ვაჭრობდა სანდრა რულოვსი, როდესაც ...

"თეა წულუკიანი Thea Tsulukiani ქალბატონო თეა, დიდი იმედი მაქვს, რომ კომისიაზე დაიბარებთ მათაც, ვინც ამტკიცებდა 13 წლის წინ ქალების ორგანოებით როგორ ვაჭრობდა სანდრა რულოვსი, როდესაც ამ ორგანოების ტრანსპლანტაციის შემთხვევები მედიცინაში არ არსებობდა. არსებობს სატელევიზიო გამოსვლებიც, საგაზეთო პუბლიკაციებიც და იმედი მაქვს მოწმეთა მოძიება არ გაგიჭირდებათ. თუ ამას დაამტკიცებს კომისია, ეს ნამდვილად იქნება შინ და გარეთ დიფ სთეითის კუბოზე ბოლო ლურსმანი, რომელსაც თქვენ დააჭედებთ! . ველი მოუთმენლად," - წერს სოციალურ ქსელში თეოლოგი ლელა ჯეჯელავა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.