ლევან ღამბაშიძე: სცადეთ ნებისმიერი რამე ჩასვათ ნოდარ დუმბაძის ადგილას და მიხვდებით რა სისულელეს ამტკიცებს პროპაგანდა

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
ნუ, არ უგინებია და პროპაგანდამ დაგაჯერა რომ აგინა და დაგაჯერა რო უნდა გაბრაზებულიყავი, და ეხლა დაგაჯერებს, რომ ვიღაცა ისე გაბრაზდა რომ ამის გამო საციხოდ გაიხადა საქმე, მაგრამ, ხომ შეიძლება სანამ მოვლენებს ისე შეაფასებ როგორც გეტყვიან, თავად დაფიქრდე ვითარების აბსურდულობაზე?
დაფიქრდი და გაიაზრე, რომ ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც წავა და სხვა ადამიანს გჯუფურად, დაგეგმილად, განსაკუთრებული სისასტიკით გალახავს იმის გამო, რომ მან მის საყვარელ მწერალზე რამე ცუდი თქვა.
უბრალოდ სცადეთ ნებისმიერი რამე ჩასვათ ნოდარ დუმბაძის ადგილას და მიხვდებით რა სისულელეს ამტკიცებს პროპაგანდა.
“იონა ვაკელზე რა თქვი ბიჭო?!”
“ეგნატე ნინოშვილზე რა თქვი ბიჭო?!”
“გიორგი მეოთხეზე რა თქვი ბიჭო?!”
“ქუთაისის ავტომშენებელ ქარხანაზე რა თქვი ბიჭო!”
“ქართული ჯიშის უნესკოს სიაში შეტანილ თავთავზე რა თქვი ბიჭო?!”
“მაიაკოვკიზე რა თქვი ბიჭო?!”
“მარკესზე რა თქვი ბიჭო?!”
გჯერათ, რომ რომელიმე ეს წინადადება ნამდვილად შეიძლება ამოვიდეს ვინმეს პირიდან? არა იმიტომ, რომ რომელიმე ეს პიროვნება თუ საგანი ქართული კულტურისთვის უმნიშვნელოა, ან იმიტომ რომ დუმბაძის ლიტერატურას არ ჰქონია დიდი გავლენა ზოგიერთის ბავშვობაზე თუ თუნდაც იდენტობის ჩამოყალიბებაზე. უბრალოდ ადამიანები ასეთი რამის გამო შეიძლება კამათობენ, მაგრამ არ ძალადობენ.
ონისეზე არ უძალადიათ იმის გამო, რომ მან ლიტერატურის მოყვარულებისთვის საწყენი თქვა რამე. მასზე იძალადეს რეჟიმის პროპაგანდის მიერ შექმნილი განწყობის ფონზე, რეჟიმის მიერ დაქირავებულმა პიროვნებებმა, ონისეს მიერ რეჟიმის კრიტიკის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ