ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

მწერალი ლაშა ბუღაძე:

ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და ივანიშვილი კი იცავს “იმედის” და რუსთავი2-ის” დიქტორების ნაქებ მშვიდობას, სადაც დღევანდელ დაღუპულზეც მხოლოდ “უფალმა აცხონოს” დაწერს შეუგნებელი ბრბო, იმის მაგივრად, რომ პასუხი მოთხოვოს ამ მოძალადეთა ხროვას, რათა ხვალ მაინც ააცილოს თავის შვილს გადაგვარება, ან საერთოდაც განადგურება… უკვე დაწერეს ტროლებმა, რომ მკვლელობები დანიაშიც ხდება?!

ცნობისათვის,

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გაავრცელებს. მათ შორის, ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოქრიაშვილს თავს სამი ადამიანი დაესხა.

„ონისე ოქრიაშვილს სახლთან სამი ადამიანი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ონისე ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ”, – წერს გიორგი მოსიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მულით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.