ლევან ღამბაშიძე: მე იმ კაცს რა ვუთხარი, უსამართლობის დანახვისას სხვისი მოწოდება რომ სჭირდება ხმის ამოსაღებად

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
ერთმა ფეხბურთელმა თქვა, ორი წლის წინ გარკვეული ძალებისგან რაღაცა წნეხი მოდიოდა ნაკრების ფეხბურთელებზე, რომ მათ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათო.
როდესაც შენს თანამოქალაქეებს უმოწყალოდ სცემენ, როდესაც მათ
ჯანმრთელებს იტაცებენ და დასახიჩრებულებს აბრუნებენ, როდესაც მათ აქციაზე უბრალოდ ყოფნის გამო იჭერენ და წლობით პატიმრობას უსჯიან, როდესაც ქალებს აგინებენ და აფურთხებენ, როდესაც მშობლებს ურეკავენ და მათ შვილებს აგინებენ, როდესაც მათ სახლთან ხვდებიან და უსწორდებიან, როდესაც მშობლებს შვილების თანდასწრებით სცემენ….
აი ამ ყველაფრის დროს გარკვეული ძალისგან რომ წყნეხს გრძნობ, მაგ ძალას სინდისი ჰქვია და წნეხს სინდისის ხმა.
მე იმ კაცს რა ვუთხარი, უსამართლობის დანახვისას სხვისი მოწოდება რომ სჭირდება ხმის ამოსაღებად, ამაზეც რო წუწუნებს და იქით რაღაც გონორით საუბრობს, ვერაფრით ვერ გამტეხავენ, ძლიერი ვარო.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე – გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები