ლევან მაჭავარიანი: დღეს ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირი

დღეს ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შუა დერეფნიდან გამომდინარე, ქვეყნის როლი სრულად იყოს გამოყენებული.
„ჩვენ ძლიერ ქვეყნად უნდა ჩამოვყალიბდეთ. ამაში ხელს გვიწყობს ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობა, რითაც დღეს ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, შუა დერეფნიდან გამომდინარე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი როლი გამოვიყენოთ, საინტერესოები ვიყოთ ევროკავშირისთვის, რომ უკვე მოლაპარაკებების დროს არამხოლოდ ერთმა მხარემ წამოგვიყენოს პირობა, არამედ ორივე მხარე ინტერესდებოდეს ერთმანეთით“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც