არქივი29 იანვარი, 2026, 15:02
ლევან სანიკიძე: რაც მთავარია, უნივერსიტეტების ბალანსზე არსებულ კორპუსების მნიშვნელოვან ნაწილს დაყიდიან და სახელისუფლებო დეველოპერებს თბილისის ცენტრში ახალ სიმახინჯეებს ააშენებინებენ

ლევან სანიკიძე:
გეგმა მარტივი და გასაგებია:
1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან;
2. მოაწყობენ დოღს ქოცობაში და ამ შეჯიბრში გამარჯვებულ ბედაურს დანიშნავენ რექტორად;
3. სწავლის ხარისხი კიდევ უფრო დაეცემა, იქნება ნაკლები გაცვლითი პროგრამა;
4. დიპლომის წონა კიდევ უფრო შემცირდება;
5. ვინც კი ოდნავ ნორმალური, ჯანსაღად მოაზროვნე ლექტორი დარჩა რეორგანიზაციას “შეეწირება”;
6. რაც მთავარია, უნივერსიტეტების ბალანსზე არსებულ კორპუსების მნიშვნელოვან ნაწილს დაყიდიან და სახელისუფლებო დეველოპერებს თბილისის ცენტრში ახალ სიმახინჯეებს ააშენებინებენ.
კლასიკური ქოცური სქემაა, ეზიზღებათ განათლებული ადამიანი
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.