გაერთიანებული უნივერსიტეტების ხელმძღვანელად ლევან იზორია განიხილება – მედია

გაერთიანებული თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების ხელმძღვანელად ლევან იზორია განიხილება – ამის შესახებ ინფორმაცას EDU.ARIS.GE ავრცელებს.
ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი და თავდაცვის ყოფილი მინისტრია. ის ამჟამად ირაკლი კობახიძის მრჩეველის პოსტს იკავებს. მრჩევლობასთან ერთად, დღემდე, ლევან იზორია საუნივერსიტეტო რეფორმის სამთავრობო კომისიის მდივანია.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა როგორც სტუდენტებში, ისევე აკადემიურ საზოგადოებაში. გუშინ ქუჩაში გამოვიდნენ როგორც სტუ-ს ისე თსუ-ს სტუდენტები, ლექტორები.
აკადემიური პერსონალი ამბობს, რომ “ოცნების” გადაწყვეტილებით ორი უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია