არქივი28 იანვარი, 2026, 10:50
ლევან სანიკიძე: ...ამ ხალხის პატრონი რა პირით კრძალავთ სხვა პარტიას, ეძახით სხვას უსამშობლოს და მოღალატეს? არ გამოვა პასუხისმგებლობისგან გაქცევა და “ბიძინამ არ იცოდა”- ს ძახილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე:
ძვირფასო ქართული ოცნების ამომრჩევლებო!
თქვენივე გამოძიების ვერსიით, თქვენს პარტიას ჰყავდა:
ორჯერ ნაპრემიერალი ღარიბაშვილი - კორუმპირებული, უკანონოდ მიღებული 7 მილიონი დოლარი ამოიღეს საცოხვრებელი ბინიდან;
სუსის უფროსი ლილუაშვილი - კორუმპირებული, ქოლ-ცენტრების ლობისტი, საბავშვო ბაღებში ბავშვების კვების ფულის ქურდი, სახელმწიფო ინტერესების მოღალატე;
თავდაცვის მინისტრი ბურჭულაძე - კორუმპირებული, ქართული ჯარის მძარცველი;
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიქაუტაძე - კორუმპირებული, სახელმწიფო ბიუჯეტის ვირთხა;
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური - კორუმპირებული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მძიმე ავადმყოფების მკურნალობის ფულის მიმთვისებელი.
ამ ხალხის პატრონი რა პირით კრძალავთ სხვა პარტიას, ეძახით სხვას უსამშობლოს და მოღალატეს?
არ გამოვა პასუხისმგებლობისგან გაქცევა და “ბიძინამ არ იცოდა”- ს ძახილი.
აუცილებლად მოვა სამართალი!
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.