ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან სანიკიძე: არ წყდება ასეთი საქმე ერთი სატელეფონო ზარით, უფრო სერიოზულად შევხედოთ გლობალურ ტექტონიკურ ძვრებს

ლევან სანიკიძე: არ წყდება ასეთი საქმე ერთი სატელეფონო ზარით, უფრო სერიოზულად შევხედოთ გლობალურ ტექტონიკურ ძვრებს
"არ არის უკრაინა სათამაშო, ვინმემ ან გადააგდოს ან გადმოაგდოს, საკმარისზე მეტი რესურსი და მოკავშირე ჰყავს.
დიდი სახელმწიფოა, იბრძვის თავისუფლებისთვის!
ახლაც კარგად გამოჩნდა რომ ჰყავს სუვერენული ხელისუფლება, რომელიც არ ვაჭრობს ქვეყნის ბედით, არ აპირებს რუსეთისთვის დაჩოქებას და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას.
ეხმარებიან ძლიერებს, მებრძოლებს, თავგანწირულებს - სუსტ, საწყალ ერებს ნაკლებად უწევენ ანგარიშს. უკრაინა მეტ პატივისცემას დაიმსახურებს ტრამპის ადმინისტრაციაშიც - პრეზიდენტი ზელენსკი, უკრაინის შეიარაღებული ძალები არ არიან ხელწამოსაკრავები.
არ წყდება ასეთი საქმე ერთი სატელეფონო ზარით, უფრო სერიოზულად შევხედოთ გლობალურ ტექტონიკურ ძვრებს," - წერს სოციალურ ქსელში ლევან სანიკიძე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.