უძველესი კულტურის, უნიკალური ტრადიციების, ბუნების, სამზარეულოს და სტუმართმოყვარეობის გარდა, არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ასეთი ტემპით იზრდება

უძველესი კულტურის, უნიკალური ტრადიციების, ბუნების, სამზარეულოს და სტუმართმოყვარეობის გარდა, არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ასეთი ტემპით იზრდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი, ევროპის უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგს აფასებს, რომელშიც საქართველომ მე-4 ადგილი დაიკავა.
მაჭავარიანის განცხადებით, ქვეყანაში ტურიზმი სწრაფი ტემპით იზრდება, რაც უძველესი ისტორიის, ტრადიციების, ბუნებისა და სამზარეულოს გარდა, სწორედ უსაფრთხო გარემოთია განპირობებული.
„ჩვენი უძველესი კულტურის, უნიკალური ტრადიციების, ულამაზესი ბუნების, უგემრიელესი სამზარეულოს და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობის გარდა, არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ასეთი ტემპით იზრდება.” – წერს ლევან მაჭავარიანი X-ზე.
სტატისტიკის თანახმად, მარტო გადაადგილების მხრივ, საქართველო ევროპის მასშტაბით პირველ ხუთეულშია და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: შვეიცარია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი და ფინეთი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს