ლევან ცუცქირიძე: ივანიშვილის პარტიას უნდა, რომ ამ ქვეყანაში გააუქმოს მოქალაქეობა (ვიდეო)

“ივანიშვილის პარტიას უნდა, რომ ამ ქვეყანაში გააუქმოს მოქალაქეობა” – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია “თავისუფლების მოედნის” ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” მიერ გუშინ, 28 ნოემბერს გამოცხადებული რეგულაციები, “გრანტების კანონის შესახებ”, აშშ-ის დელეგაციისთვის იყო გზავნილი, რომ საქართველოში სხვა აღარაფერი არსებობს მათ გარდა.

ივანიშვილის პარტიას უნდა, რომ ამ ქვეყანაში გააუქმოს მოქალაქეობა, გააუქმოს პოლიტიკა და აკრძალოს პოლიტიკური აზრის გამოთქმა, ეს არის მათი მთავარი ამოცანა, ეს კანონებიც არის ამისკენ გადადგმული ნაბიჯები. წინასწარ, სპეციალურად გააკეთეს ეს ყველაფერი, იცოდნენ, რომ მნიშვნელოვანი დელეგაცია ჩამოდიოდა, უბრალოდ ეს იყო მათი გზავნილი, რომ იცით რა? აქ არაფერი სხვა აღარ არსებობს, ვარსებობთ მხოლოდ ჩვენ,” – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.  

“ქართული ოცნება “გრანტების შესახებ” კანონს ამკაცრებს – შესაბამისი განცხადება პარტიის ოფსში გაკეთდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი