ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან კურცხალია: აკადემია კი არა, ჯერ დიპლომატიის მნიშვნელობის გააზრებაა საჭირო

ლევან კურცხალია: აკადემია კი არა, ჯერ დიპლომატიის მნიშვნელობის გააზრებაა საჭირო

სამხედრო ატაშეების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან კურცხალია:

„დიპლომატიური აკადემიის“ შექმნა იმ ხელისუფლებისგან, რომელმაც წლების განმავლობაში პროფესიონალი დიპლომატები სისტემიდან გაუშვა, ელჩები პარტიულ კადრებად აქცია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა იზოლაციის გზაზე დააყენა — ცოტა ირონიულიცაა და ცოტა ტრაგიკულიც.
პრობლემა აკადემიის არარსებობა არასოდეს ყოფილა, პრობლემა ისაა, რომ ამ ცოდნას და პროფესიონალიზმს, როგორც სხვა ბევრ რამეს სახელმწიფო აღარ აფასებს.
დიპლომატია მხოლოდ ახალი შენობის გახსნით, ლოგოს შექმნით და ხმამაღალი სახელებით არ ისწავლება.
დიპლომატია ქვეყნის ინტერესების დაცვაა და
როცა, დასავლელი პარტნიორების კრიტიკა ყოველდღიურ რეჟიმად იქცა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი სერიოზულად დაზიანებულია, ასეთ დროს „დიპლომატიური აკადემიის“ გახსნა მორიგი პიარის მცდელობაა.
აკადემია კი არა, ჯერ დიპლომატიის მნიშვნელობის გააზრებაა საჭირო
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.