ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიგი გიგიაძე: აი ეს იქნება „ქოცური“ დიპლომატიის სკოლა

გიგი გიგიაძე: აი ეს იქნება „ქოცური“ დიპლომატიის სკოლა

ამათ რა დიპლომატები უნდა აღზარდონ? ქვეყნის სიყვარულის გარდა, ყველაფერს ასწავლიან - აი ეს იქნება „ქოცური“ დიპლომატიის სკოლა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დიპლომატი გიგი გიგიაძე წერს.

„სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. ქართულ დიპლომატიას უკვე დიდი ხანია ფუნქცია დაუკარგეს და საკუთარ პარტიას დაუქვემდებარეს. ამათ რა დიპლომატები უნდა აღზარდონ? ქვეყნის სიყვარულის გარდა, ყველაფერს ასწავლიან: პარტიულ ერთგულებას; კომფორმიზმს; დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებას; ერთმანეთის ჩაშვებას და საკუთარი თავის გადასარჩენად, გაწირვასაც. აი ეს იქნება „ქოცური“ დიპლომატიის სკოლა“, - წერს გიგი გიგიაძე.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს დიპლომატიის აკადემია იქმნება.

როგორც მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ.

მისი თქმით, მომავალი წლიდან დიპლომატიის აკადემია, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, წარმატებით დაიწყებს ფუნქციონირებას.

დიპლომატიის აკადემია უწყებრივი დაქვემდებარების საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.