ლეგიტიმური ეჭვი გვიჩნდება, იყო რაღაც გარიგება სალომე ზურაბიშვილთან, რომ უნდა მომხდარიყო მისი შეწყალება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კირცხალია, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე “ნაციონალური მოძრაობის” და თავად ყოფილი პრეზიდენტის უარყოფით რეაქციას აფასებს.
კირცხალიას განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება სააკაშვილისთვის არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, ვინაიდან ამ სასჯელს შთანთქავს ის სასჯელი, რომლის მოხდაც უკვე დაწყებული აქვს.
მისივე თქმით, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ არსებობდა გარიგება, რომ უნდა მომხდარიყო ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალება.
“ნამდვილად ვერ ვხვდები, რა პრობლემას ხედავენ ამ აღკვეთის ღონისძიებაში, პირიქით, რა სასჯელსაც იხდის, რეალურად, ეს სასჯელი შთანთქავს ამ [საზღვრის კვეთის] სასჯელს. ერთადერთი, რისი ლეგიტიმური ეჭვიც გვიჩნდება არამარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებას, დარწმუნებული ვარ, იყო რაღაც გარიგება სალომე ზურაბიშვილთან, რომ უნდა მომხდარიყო მისი შეწყალება და ალბათ ეს ჩაეყარათ წყალში.” – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება