ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე - სალომე ზურაბიშვილი როცა ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს, მინიმუმ, თავისი ტოლი ნახოს - თუ დებატები უნდა, ვინც ქარტიაზე მოუწერა ხელი, ისინი დასვას მრგვალ მაგიდასთან

სალომე ზურაბიშვილი როდესაც ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს, მინიმუმ, თავისი ტოლი ნახოს - თუ დებატები უნდა, ვინც ქარტიაზე მოუწერა ხელი, ისინი დასვას მრგვალ მაგიდასთან და ედებატონ რამდენიც უნდათ ერთმანეთს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ზურაბიშვილს „გარე ძალებიდან აქ აქვს დავალება, რომ უპულსო და გარდაცვლილ ოპოზიციას კვირიდან კვირამდე საკენკი მისცეს”.
„სალომე ზურაბიშვილი როდესაც ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს, მინიმუმ, თავისი ტოლი ნახოს. ამაზე პასუხის გაცემა სერიოზულად არც მიმაჩნია. თუ დებატები უნდა, ვინც ქარტიაზე მოუწერა ხელი, ისინი დასვას მრგვალ მაგიდასთან და ედებატონ რამდენიც უნდათ ერთმანეთს.
რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ახლა ცდილობს, რომ რაღაც როლი მოირგოს, დავალებებს იღებს, გამოდის, ახმოვანებს, პრესკონფერენციებს აწყობს. გარე ძალებიდან აქ აქვს დავალება, რომ ჩვენს უპულსო და გარდაცვლილ ოპოზიციას რაღაცა საკენკი მისცეს კვირიდან კვირამდე”, - აღნიშნა კირცხალიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.
დებატებთან დაკავშირებით განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა ახსნას თავისი ზოგიერთი პოზიცია, თუ "რას ერჩის" ქვეყანას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.