სალომე სადამაშვილი შაჰინისა და ტერნერის ვიზიტზე – ჩამოვიდნენ, რომ ბოლო შანსი მიეცათ ივანიშვილისთვის, აეხსნა, რა უნდა – არ შეხვდა – „ოცნების“ ტყუილები ამხილეს, თითქოს ამ ადმინისტრაციასთან აქვთ პრობლემები

ჩამოვიდნენ, რომ ბოლო შანსი მიეცათ ივანიშვილისთვის აეხსნა, რა უნდა – არ შეხვდა. ვერ მოისმინეს ვერაფერი მისი სახელით მოსაუბრე მთავრობისგან, თუ როგორ აპირებენ ურთიერთობების გადატვირთვას, – ასე გამოეხმაურა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, სალომე სამადაშვილი სენატორი ჯინ შაჰინისა და კონგრესმენის მაიკ ტერნერი ვიზიტს.
მისი თქმით, სენატორებმა ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები გააფრთხილეს, რომ დემოკრატიული გზიდან გადახვევას ექნება შესაბამისი შედეგები.
„სენატორ შაჰინის და კონგრესმენ ტერნერის ვიზიტზე:
ჩამოვიდნენ, რომ ბოლო შანსი მიეცა ივანიშვილისთვის, აეხსნა, რა უნდა – არ შეხვდა. ვერ მოისმინეს ვერაფერი მისი სახელით მოსაუბრე მთავრობისგან თუ როგორ აპირებენ ურთიერთობების გადატვირთვას.
მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა დემოკრატიას და ქართველხალხს! „ოცნების“ ტყუილები ამხილეს, თითქოს ამ ადმინისტრაციასთან აქვთ პრობლემები.
ელოდებიან და მხარს უჭერენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. გააფრთხილეს ივანიშვილის წარმომადგენლები, რომ დემოკრატიული გზიდან გადახვევას ექნება შესაბამისი შედეგები.
მათი გზავნილი ნათელია.
ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა სურს – ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელება და ევროკავშირი, თუ პუტინის რუსეთში ცხოვრება.
ესაა 26 ოქტომბრის არჩევანი“, – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ