ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლა-მანშის სრუტეში მიგრანტთა ნავის ჩაძირვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ლა-მანშის სრუტეში მიგრანტთა ნავის ჩაძირვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ლა-მანშის სრუტეში მიგრანტთა ნავის ჩაძირვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ადგილობრივი პროკურორის ოფისი და სანაპირო დაცვა ავრცელებენ.
მიგრანტთა ნავი საფრანგეთის სანაპიროსთან ჩაიძირა, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთაგან 10 ქალი იყო და ორი მამაკაცი. დაღუპულთა შორის 6 ბავშვი იყო და ერთი ორსული ქალი.
საფრანგეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, 50-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა ქალან ბულონ-სიურ-მერთან მახლობლად მდებარე გრის-ნეზის კონცხთან. გადარჩენილებიდან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
საფრანგეთის სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ნავი გადატვირთული იყო, რის შედეგადაც მისი ქვედა ნაწილი “გასკდა”, ხოლო ნავში მყოფი ადამიანებიდან სამაშველო ჟილეტი მხოლოდ რვა ადამიანს ჰქონდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.