ნიგერიაში ნავთობმზიდისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში ნავთობმზიდისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 52 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ნიგერის შტატში მოხდა და ერთმანეთს ნავთობმზიდი სატვირთო მანქანა შეეჯახა, რომელსაც მგზავრები და პირუტყვი გადაჰყავდა.
შეჯახებამ აფეთქება გამოიწვია, რის გამოც ორივე სატრანსპორტო საშუალება დაიწვა. აფეთქების შედეგად ცეცხლი სხვა ავტომობილებსაც მოედო.
BBC-ი წერს, რომ ნავთობმზიდების აფეთქება და ავარიები ხშირია ნიგერიაში, რისი მიზეზიც, ნაწილობრივ გზების ცუდი მდგომარეობაა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.